თავში

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძა
მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს 12 საათიდან შევიდა ძალაში. 

გუშინ მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების  ფარგლებში, დღეს 12:00 საათიდან, ჰუმანიტარული მიზნით მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ, რათა სამხედრო ტყვეთა, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა სხეულების გაცვლა განხორციელდეს. აღნიშნული ქმედებები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კრიტერიუმების შესაბამისად და მათი შუამავლობით განხორციელდება.

ამას გარდა, შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, მოწესრიგების ძირითადი პრინციპების საფუძველზე, არსებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system