თავში

მტრობა რეგიონში უნდა გაქრეს - ერდოღანი

მტრობა რეგიონში უნდა გაქრეს - ერდოღანი
მტრობა რეგიონში უნდა გაქრეს - ერდოღანი

ზანგეზურის დერეფნის გახსნა აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის სომხებს მსოფლიოში გადაადგილებისთვის დიდ შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ზანგეზურის დერეფნის გახსნა საშუალებას მისცემს სომხეთის მოქალაქეებს, თავისუფლად გადაადგილდნენ მოსკოვში და მთელს მსოფლიოში. ასე რომ, ისინი მოიცილებენ ბლოკადას, რომელშიც მოხვდნენ”, - ციტირებს Daily Sabah ერდოღანის სიტყვებს.

მან დასძინა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება საბოლოოდ რეგიონს დიდ სარგებელს მოუტანს.

"ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის პრობლემების გადაწყვეტის კვალდაკვალ, თურქეთიც გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს.

"ვერ აღვწერთ სომხეთის სარგებელს, რომელსაც ის თურქული საზღვრების გახსნით მიიღებს", - განაცხადა ერდოღანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system