თავში

"მწვანეებმა" კანცლერის პოსტზე კანდიდატი პირველად წარადგინეს

"მწვანეებმა" კანცლერის პოსტზე კანდიდატი პირველად წარადგინეს
მწვანეებმა კანცლერის პოსტზე კანდიდატი პირველად წარადგინეს

გერმანიაში "მწვანები", პარტიის ისტორიაში პირველად, კანცლერის არჩევნებში საკუთარ კანდიდატს წარადგენენ. ქვეყნის მომავალი მმართველის სავარძლის დასაკავებლად ანალენუ ბერბოკი იბრძოლებს, თუმცა, ეს საბოლოო გადწყვეტილება არ არის.  არჩევანი პარტიის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ინფორმაციას Spiegel ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ბერბოკის კანდიდატურა აღარ შეიცვლება.

ანალენუ ბერბოკი, რობერტ გაბეკთან ერთად სამი წელია "მწვანეთა" პარტიას ხელმძღვანელობს. იგი განათლებით იურისტია და 2013 წლიდან ბუნდესტაგის წევრია.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი საერთო კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. კონსერვატორების მხრიდან მომავალ კანცლერობაზე ორი პრეტენდენტია - ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი არმინ ლაშეტი და ბავარიის ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ხელმძღვანელი მარკუს ზიოდერი. ტრადიციულად, ბლოკი კანდიდატს ქრისტიან-დემოკრატებიდან ირჩევს, თუმცა გამოკითხვების მიხედვით, ზიოდერი ლაშეტს რეიტინგით სერიოზულად უსწრებს.

გერმანიის ფედერალური არჩევნები 2021 წლის 26 სექტემბერსაა დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system