თავში

მუხლი, რომლითაც რობერტ ქოჩარიანს ბრალი აქვს წაყენებული უკანონოდ ცნეს

მუხლი, რომლითაც რობერტ ქოჩარიანს ბრალი აქვს წაყენებული უკანონოდ ცნეს
მუხლი, რომლითაც რობერტ ქოჩარიანს ბრალი აქვს წაყენებული უკანონოდ ცნეს

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 300.1 მუხლი, რომლითაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს აქვს წაყენებული ბრალი. აღნიშნული სამართლის ნორმა „კონსტიტუციური წესრიგის დამხობას“ ეხება.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქოჩარიანის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთს 1998 წლიდან 2008 წლამდე მართავდა. მას კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში სდებენ ბრალს. 2008 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, პოლიციელებისა და მომიტინგეების შეტაკების შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, 200 პირი კი დაშავდა.

რობერტ ქოჩარიანი 2018 წლის ივლისში დააპატიმრეს, თუმცა აგვისტოში სააპელაციო სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება და 2018 წლის დეკემბერში ქოჩარიანი დააპატიმრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system