თავში

მუმბაის სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

​მუმბაის სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარი გაჩნდა
მუმბაის სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ინდოეთის უდიდეს ქალაქ მუმბაიში, სავაჭრო ცენტრში ღამით გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარი იმდენად გაძლიერდა, რომ მას მეხუთე, უმაღლესი კატეგორიის სირთულე მიენიჭა.

ცეცხლის ჩაქრობაში 250 მეხანძრე და 24 სახანძრო მანქანა მონაწილეობს. სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე 55 სართულიანი შენობიდან 3500 ადამიანი ევაკუირებულია. სამაშველო სამუშაოების დროს ორი მეხანძრე დაშავდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system