თავში

მუტირებული კორონავირუსის თვისებები დასახელდა

​მუტირებული კორონავირუსის თვისებები დასახელდა
მუტირებული კორონავირუსის თვისებები დასახელდა

პაციენტები, რომლებიც COVID-19-ის "ბრიტანული" შტამით არიან ინფიცირებულები, ნაკლებად უჩივიან ყნოსვის და გემოს დაკარგვას. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს ცნობით, ეს სიმპტომი ნაკლებად უვლინდება ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსის ეს ახალი სახეობა დაუდასტურდათ.

ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებში ხშირია ხველა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი და ცხელება.

მუტირებული ვარიანტით დაავადებულ პაციენტებში შეინიშნება ქოშინი და თავის ტკივილი, რაც COVID-19-ის სხვა შტამების შემთხვევაშიც არის დამახასიათებელი.

კორონავირუსი "ბრიტანული" შტამი 2020 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ამის შემდეგ ათობით ქვეყანამ დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორებისთვის შეზღუდვები დააწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system