თავში

მზე კორონავირუსით სიკვდილის რისკს ამცირებს

მზე კორონავირუსით სიკვდილის რისკს ამცირებს
მზე კორონავირუსით სიკვდილის რისკს ამცირებს

მეტეოროლოგიური პირობების სეზონური ცვლილებები სხვადასხვა ინფექციური დაავადების გავრცელებაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. შესაბამისად, ის კორონავირუსის გავრცელებაზეც მოქმედებს. ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს მზის აქტივობა და სიკვდილიანობა სხვადასხვა სეზონზე და დაადგინეს, რომ ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მეცნიერებმა აქვე დასძინეს, რომ ამ შემთხვევაში ვიტამინი D არაფერ შუაშია. ინფორმაციას Wiley Online Library ავრცელებს. 

კვლევის დროს გათვალისწინებული იქნა ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ინფექციისადმი მგრძნობელობასა და სიკვდილიანობის რისკზე: ასაკი, სქესი, რასა, მოსახლეობის ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მათი სიმჭიდროვე.

მეცნიერებმა აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები იმ პერიოდში კონკრეტულ ტერიტორიებზე, 2474 ოლქში, ულტრაიისფერი გამოსხივების დონესთან შესაბამისობაში შეისწავლეს.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მაღალი, დაახლოებით 95% -იანი ულტრაიისფერი გამოსხივების ადგილებში ცხოვრობენ, COVID-19– ით დაღუპვის გაცილებით ნაკლები რიკი აქვთ, ვიდრე შედარებით მზიან ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს. ამ დასკვნამდე სპეციალისტები იტალიასა და ინგლისში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე მივიდნენ.

ამავე დროს, კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მზის აქტივობის გამო სიკვდილიანობის რისკის შემცირება არ უკავშირდება D ვიტამინის დონეს.

მეცნიერთა აზრით, აქ გადამწყვეტ როლს  აზოტის ოქსიდი თამაშობს, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებით გამოიყოფა და რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს კორონავირუსით სიკვდილიანობის შემცირებაზე. რამდენიმე ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის ოქსიდი ვირუსის გამრავლების უნარს ამცირებს. მეცნიერების აზრით ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ამ მექანიზმის შემდგომი გამოკვლევით შეიძლება კორონავირუსთან ბრძოლისა და მისი ახალი მკურნალობის მეთოდები დადგინდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system