
NASA-ს იტყობინება, რომ მომდევნო დღეებში მზეზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ შესაძლოა, GPS სისტემა და საკომუნიკაციო სატელიტები დააზიანოს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ძლიერი გამოფრქვევები ამ კვირის დასაწყისში დააფიქსირეს. რის გამოც აშშ-ის "აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია" ვარაუდობს, რომ აფეთქებამ შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს ნათება ცენტრალურ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
NASA მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მზის ქარიშხალი ჩვენი ვარსკვლავის ამჟამინდელი ამინდის ციკლში.
"მიუხედავად იმისა, რომ მზის აფეთქებები რადიაციის ძლიერი გამოფრქვევაა. აფეთქების მავნე გამოსხივება ვერ გამოაღწევს დედამიწის ატმოსფეროში, რომ ფიზიკურად დააზიანოს ადამიანი. საკმარისად ინტენსიურობის დროს მათ შეუძლიათ, შეღწევა ატმოსფერო იმ ფენაში, სადაც საკომუნიკაციო სატელიტები გადაადგილდებიან", - აღნიშნავს NASA.
გამოფრქვევას, მისი სიძლიერის გამო X1 კლასის კატეგორია მიენიჭა.