თავში

მზისგან დამცავი ლოსიონების სწორად მოხმარების 5 წესი

​მზისგან დამცავი ლოსიონების სწორად მოხმარების 5 წესი
მზისგან დამცავი ლოსიონების სწორად მოხმარების 5 წესი

მზისგან დამცავი ლოსიონები უსაფრთხოა და ის დაგიცავთ კანის სიმსივნისა და კანის ნაადრევი დაბერებისგან, თუმცა, ამისათვის მათი სწორად და საკმარისი რაოდენობით მოხმარებაა საჭირო. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას იძლევა, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში თქვენი ჯანმრთელობაც და სილამაზეც დაცული იქნება.

1. მზის საწინააღმდეგო ლოსიონს დამცავი ფაქტორი მინიმუმ 30, ან უფრო მაღალი უნდა ჰქონდეს.

2. ლოსიონი სხეულზე გარეთ გასვლამდე 15 წუთით ადრე უნდა წაისვათ, რომ კანმა მისი შეწოვა და თქვენი დაცვა შეძლოს.

3. წაისვით საკმარისი რაოდენობის ლოსიონი. ნებისმიერმა ადამიანმა სხეულზე 30 მილილიტრამდე ლოსიონი, ანუ სპირტიანი სასმელისთვის განკუთვნილ ჭიქას რომ შეავსებს, იმ რაოდენობის კრემი უნდა დაიტანოს. და ეს ბევრი სულაც არ არის. კრემი მთელ ტანზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

4. მზისგან დამცავი საშუალება წაისვით მთელ სხეულზე და არ დაგვავიწყდეს სახე, ყელი, ყურები, თვალები. თხელი თმების შემთხვევაში, ლოსიონის წასმა თავის ქალაზეც რეკომენდებულია.

5. იმისათვის, რომ დაცული იყოთ, მზისგან დამცავი საშუალება ყოველ ორ საათში უნდა წაისვათ. ზღვაში ცურვის შემთხვევაში კი ლოსიონი წყლიდან ამოსვლისთანავე ხელახლა უნდა წაისვათ.

მომხმარებელთა ნაწილი აეროზოლიან მზისგან დამცავ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას. ასეთ შემთხვევაში უნდა დარწმუნდეთ, რომ სპრეის საჭირო რაოდენობა დაიტანეთ სხეულზე და შემდეგ ის ტანზე თანაბრად გადაანაწილეთ. აუცილებელია სპრეის ტანზე შეზელა, მისი მხოლოდ გამოფრქვევა საკმარისი არ არის.

თუ თქვენ ზღვის სეზონისთვის ემზადებით, მზისგან დამცავი საშუალებების შეძენისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი წყალგაუმტარობაა.

ასევ არ დაგავიწყდეთ გადაამოწმოთ დამცავი საშუალებების ვარგისიანობა. მათ, როგორ წესი ვადა 2 წელში გასდით და ასეთ შემთხვევაში ახლის შეძენაა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system