თავში

ნაგავსაყრელზე ნაპოვნმა კატამ ინტერნეტში დიდი სიყვარული მოიპოვა

ნაგავსაყრელზე ნაპოვნმა კატამ ინტერნეტში დიდი სიყვარული მოიპოვა
ნაგავსაყრელზე ნაპოვნმა კატამ ინტერნეტში დიდი სიყვარული მოიპოვა

განსაკუთრებული საჭიროების მქონე კატამ, სახელად იოჰჯიმმა, ინტერნეტ-სივრცეში პოპულარობა მოიპოვა. 

ნიდერლანდებში ახალგაზრდა წყვილმა, კიმმა და ვაუტერმა, ნაგავსაყრელზე იპოვა კატა, რომელსაც სხვადასხვა სახის დეფექტი აქვს. მათ ის სახლში წამოიყვანეს და მისი მოვლა გადაწყვიტეს.

"ის ჩვენი ოჯახის ნაწილია, კატა ყოველთვის უნდა იყოს ოჯახის წევრი. მე არ მომწონს ტერმინი ყიდვა, რადგან ეს ნიშნავს რომ შენ იყიდე ის, როგორც პროდუქტი", - ამბობს კიმი.

მისი თქმით კატებს, როგორიცაა იოჰჯი, სპეციალური მოვლა სჭირდებათ, ამიტომ ხშირად ისინი თავშესაფარში ან ქუჩაში აღმოჩნდებიან.

”ახლა ის სპეციალურ დიეტაზე იმყოფება, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს," - დასძინა მან.

როგორც კიმი ამბობს, კატამ ინტერნეტ-სირცეში დიდი სიყვარული მოიპოვა უნიკალური სახისა და დიდი ლურჯი თვალების გამო. 

"მე მინდოდა ჩემი ბედნიერება გამეზიარებინა ინტერნეტში ადამიანებისთვის, ამიტომ გადავწყვიტე ბევრი ლამაზი სურათისა და ვიდეოს გადაღება",- ამბობს კიმი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system