თავში

ნახევარი ფილა შოკოლადი დღეში სასარგებლო და აუცილებელია - PHOTO

​ნახევარი ფილა შოკოლადი დღეში სასარგებლო და აუცილებელია
ნახევარი ფილა შოკოლადი დღეში სასარგებლო და აუცილებელია - PHOTO

შოკოლადის განსაზღვრული რაოდენობის მიღების შემთხვევაში ის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს რომ შოკოლადი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ მისი განსაზღვრული რაოდენობით მიღებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას, შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყვეს.

კაკაოს მარცვლებში 200-ზე მეტი ნაერთი გვხვდება, მათ შორის ფლავონოიდები, რომელთაც ადამიანის ორგანიზმში მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია: პე ვიტამინური აქტიურობა, სპაზმის მოხსნა, წნევის დაწევა, სისხლში გლუკოზის დონის დაწევა, ნაღვლმდენი ეფექტი. შოკოლადში შემავალი ყველა ეს ნაერთი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს.

ენდოკრინოლოგების განცხადებით, დღეში 25-30 გრამი შოკოლადი სრულიად უვნებელია ადამიანისთვის, თუმცა ეს შავი, მწარე შოკოლადი უნდა იყო, რომელშიც მეტი კაკაო და ნაკლები შაქარია.

შოკოლადი მდიდარია А, В1, В2, В12, С და D ვიტამინებით, რკინით, მაგნიუმითა და კალცით, რაც დადებით ზემოქმედებას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ენერგიას აძლევს ადამიანს და განწყობას უმაღლებს.

3 წლამდე ასაკის ბავშვებმა კვირაში 20 გრამზე მეტი შოკოლადი არ უნდა მიიღონ. დიდებს კი დღეში 50 გრამი შოკოლადის ჭამა შეუძლიათ, რაც სტანდარტული ფილის ნახევარია.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system