თავში

ნამიბიის სანაპიროზე ლურჯი ვეშაპი გამოირიყა

ნამიბიის სანაპიროზე ლურჯი ვეშაპი გამოირიყა
ნამიბიის სანაპიროზე ლურჯი ვეშაპი გამოირიყა

აფრიკის სანაპიროზე, პირველად ისტორიაში ლურჯი ვეშაპის სხეული გამოირიყა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს. 

დაახლოებით 18 მეტრის ვეშაპი ნამიბიის სანაპიროზე გამოირიყა, მას შემდეგ, რაც მას გემი შეეჯახა და სასიკვდილო ჭრილობები მიიღო. ვეშაპმა, შეჯახების შემდეგ 8 000 კილომეტრი იტივტივა.

ორგანიზაცია Namibian Dolphin Project-მა ვეშაპის ნიმუშები აიღო და კვლევის ჩატარებას გეგმავს. ორგანიზაციის თქმით, ზღვის ბინადრების გემებთან შეჯახება ახალი არ არის, თუმცა უცნაური იყო, რომ ლურჯი ვეშაპი სანაპიროსთან ასე ახლოს ცურავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system