თავში

ნანგრევებში მოყოლილმა მაღაროელებმა მაშველებს წერილი გადასცეს

​ნანგრევებში მოყოლილმა მაღაროელებმა მაშველებს წერილი გადასცეს
ნანგრევებში მოყოლილმა მაღაროელებმა მაშველებს წერილი გადასცეს

ჩინეთში მაღაროელებმა, რომლებიც მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ზედაპირზე ვეღარ ამოდიან, მაშველებს წერილი გადასცეს, რომელიც სამაშველო ოპერაციისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

წერილში აღნიშნულია, რომ ნანგრევებში 12 ცოცხალი მაღაროელია. ამჟამად მაშველები მაღაროს მეორე უბანთან გვირაბის გათხრას ცდილობენ, რათა კიდევ 10 მუშის ბედი დაადგინონ. ჯერჯერობით უცნობია, ცოცხლები არიან თუ არა ისინი.

ჩინეთში მაშველები მაღაროელების გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც აფეთქების შემდეგ მიწის ქვეშ არაინ მოყოლილები. შემთხვევა ოქროს მომპოვებელ მაღაროში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 10 იანვარს მოხდა. 17 იანვარს მაღაროელებმა მუშების ნაწილს გვირაბის მეშვეობით ჰუმანიტარული დახმარება, ქაღალდი და ფანქრები გადასცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system