თავში

ნაომი კემპბელი კორონავირუსს სპეცაღჭურვილობით ებრძვის - PHOTO

ნაომი კემპბელი კორონავირუსს სპეცაღჭურვილობით ებრძვის
ნაომი კემპბელი კორონავირუსს სპეცაღჭურვილობით ებრძვის - PHOTO

ნაომი კემპბელმა აჩვენა, როგორ ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას.

სუპერმოდელი უკვე ცნობილია თავისი ექსტრავაგანტული ქცევით თვითმფინავებში. ის ყველა ზედაპირის დეზინფექციას ატარებს და ავიაკომპანიის პლედებით და ჭურჭლით არასოდეს სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასით მგზავრობს.

ამჯერად კემპბელმა გაცილებით უფრო რადიკალურ ზომებს მიმართა. ფოტო და ინსტრუქცია მან Instagram-ზე გამოაქვეყნა.

სახლიდან გასვლის წინ, სანამ აეროპორტის გზას დაადგება, ნაომის სპეციალურ დამცავ ტანსაცმელს იცვამს, რომელიც იმას ჰგავს, რომელსაც ლაბორატორიების თანამშრომბლები იყენებენ, და სამედიცინო ნიღაბს იკეთებს.

ხელები მას ხელთათმანით აქვს დაცული, თვალები კი პლასტიკური სათვალით. მოდელის ჩანთა კი სადეზინფექციო საშუალებებითაა გატენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system