თავში

ნაპოვნია წერილი, რომელიც შესაძლოა, ტიტანიკიდან კატასტროფის წინ გადმოეგდოთ

ნაპოვნია წერილი, რომელიც შესაძლოა, ტიტანიკიდან კატასტროფის წინ გადმოეგ
ნაპოვნია წერილი, რომელიც შესაძლოა, ტიტანიკიდან კატასტროფის წინ გადმოეგდოთ

კანადის სანაპიროზე ბოთლში ჩადებული წერილი იპოვეს, რომელიც შესაძლოა, კატასტროფის წინ ტიტანიკიდან გადმოეგდოთ, ამის შესახებ გამოცემა UQAR წერს.

გამოცემის ცნობით, დალუქული ბოთლი ნიუ-ბრანსუიკის პროვინციაში, 2017 წელს შერვუხების ოჯახმა აღმოაჩინა. წერილს კვებეკის უნივერსიტეტის მეცნიერები სწავლობენ. 

წერილი 1912 წლის 13 აპრილით არის დათარიღებული და მატილდა ლეფევრის მიერაა დაწერილი.

”ბოთლს  ზღვაში, ატლანტის ოკეანეში ვაგდებ. რამდენიმე დღეში ნიუ-იორკში უნდა ჩამოვიდეთ. თუ ვინმე წერილს იპოვის, ამის შესახებ ლევენში ლეფევრების ოჯახს შეატყობინეთ”, - წერია წერილში.

ექსპერტების აზრით, მატილდა ლეფებრი ნამდვილად ჩაძირული გემის მესამე კლასის მგზავრი იყო. 13 წლის მატილდა  დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავრა,  სადაც მათ მამა უნდა დახვედროდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system