თავში

ნარკობარონ ელ ჩაპოს ცოლი დაკავებულია

​ნარკობარონ ელ ჩაპოს ცოლი დაკავებულია
ნარკობარონ ელ ჩაპოს ცოლი დაკავებულია

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ნარკობარონ ხოაკინ გუსმან ლოერას, მეტსახელად ელ ჩაპოს მეუღლე, ემა კორონელ აისპურო დააკავეს. ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ელ ჩაპოს მეუღლე ვირჯინიის შტატში, ვაშინგტონ დალესის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ის ნარკოტიკების საერთაშორისო უკანონო მიმოქცევაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, მას რამდენიმე წლის წინ მეუღლის ციხიდან გაქცევაში დახმარების გაწევაში ადანაშაულებენ.

24 თებერვალს 31 აისპურო სასამართლოს წინაშე წარდგება, რომელიც ვიდეოფორმატში გაიმართება.

მექსიკელ ნარკობარონ ელ ჩაპოს ამერიკულმა სასამართლომ 2019 წელს უვადო პატიმრობა მიუსაჯა და 12,6 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა.

62 წლის ხოაკინ გუსმანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დამნაშავეა, რომელმაც 25 წლის განმავლობაში, აშშ-ში 155 ტონა კოკაინის ტრანსპორტირება მოახდინა. იგი ასევე არაერთი მკვლელობისა და დანაშაულებრივი შეთქმულების მოწყობაშია ბრალდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system