თავში

ნარკოდილერი, რომელსაც 134 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხიდან გამოვიდა

ნარკოდილერი, რომელსაც 134 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხიდან გამოვიდა
ნარკოდილერი, რომელსაც 134 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხიდან გამოვიდა

მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკოდილერი კარლოს ლედერ რივასი, აშშ-ის ციხიდან თავის დაღწევის შემდეგ გერმანიაში საცხოვრებლად წავიდა.  იგი 33 წლის წინ კოლუმბიაში დააკავეს, შემდეგ კი აშშ-ში ექსტრადირდა, სადაც 134 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის ლედერს პატიმრობის ვადა შეუმცირეს და მოწმეების დაცვის პროგრამაშიც მოხვდა. 

რივასი "Medellin drug cartel-ის" დამფუძვნებელი იყო, რომელიც 80-იან წლებში პაბლო ესკობართან ერთად შექმნა. ორგანიზაცია "კოკაინითა" და სხვა ნარკოტიკებით აშშ-ს ყველაზე მსხვილ მომმარაგებლად ითვლებოდა.

ლედერი ახლა 70 წლისაა. იგი არასდროს ყოფილა გერმანიაში, მაგრამ მისი მამა ეთნიკური გერმანელია, ამიტომ, ბერლინში მიიჩნიეს, რომ ხანდაზმული ადამიანის მიმართ ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა და ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცეს.

ეს რომ არ მომხდარიყო, ლედერი კოლუმბიაში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც მრავალი მტერი ჰყავს.

გერმანიის არაკომერციული ფონდი ლედერს სათანადო ზრუნვას დაჰპირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system