თავში

ნარკოტიკები სადეზინფექციო სითხის ბოთლებით და ნიღბებით გადაჰქონდათ - PHOTO

​ნარკოტიკები სადეზინფექციო სითხის
ნარკოტიკები სადეზინფექციო სითხის ბოთლებით და ნიღბებით გადაჰქონდათ - PHOTO

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კონტრაბანდისტებმა ნარკოტიკების გადატანის ახალი გზა იპოვეს. ავსტრალიის საზღვარზე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების პარტია დააკავეს. მეტამფეტამინი ხელის სადეზინფექციო საშუალების ბოთლებსა და სახის დამცავ ნიღბებში იყო მოთავსებული. ტვირთი კანადიდან მოდიოდა. დოკუმენტში ეწერა, რომ ყუთებში პანდემიის დროს საჭირო პირველადი დახმარების ნივთები გადაჰქონდათ. შემოწმებისას ერთი შეხედვით ყველაფერი ბუნებრივად გამოიყურებოდა, თუმცა მესაზღვრეების ყურადღება ხელის სადეზინფექციო ბოთლების ფსკერმა მიიპყრო, სადაც საიდუმლო სამალავში მეტამფეტამინის კრისტალები აღმოჩნდა.

ავსტრალიის საზღვარზე, მაისის დასაწყისში, 4,4 კილოგრამი ნარკოტიკების პარტია დააკავეს. კონტრაბანდისტებმა მეტამფეტამინის გადასატანად მაშინაც პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად განკუთვნილი ტვირთი გამოიყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system