თავში

NASA ჩინეთს რაკეტის ჩამოვარდნის გამო აკრიტიკებს

​NASA ჩინეთს რაკეტის ჩამოვარდნის გამო აკრიტიკებს
NASA ჩინეთს რაკეტის ჩამოვარდნის გამო აკრიტიკებს

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცეების კვლევის ეროვნული სამმართველო - NASA ჩინეთის ხელისუფლებას, დედამიწაზე რაკეტის ნაწილების ჩამოცვენის გამო აკრიტიკებს და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. NASA-ს ადმინისტრატორის, სენატორ ბილ ნელსონის განცხადებით, ჩინეთი არ იცავს სპეციალურ უსაფრთხოების ნორმებს კოსმოსურ ნაგავთან დაკავშირებით. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინდოეთის ოკეანეში ჩამოცვენილმა ჩინური რაკეტის ნამსხვრევებმა NASA-ს შეშფოთება გამოიწვია. ამერიკელი ასტრონომების განცხადებით, კოსმოსურმა სახელმწიფოებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ტექნოლოგიური რისკები ადამიანებისა და გარემოსათვის და უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა გამოირიცხოს კოსმოსში გაშვებული ობიექტების უკონტროლო შემოსვლა დედამიწის ორბიტაზე და მათი მიწაზე ჩამოცვენა.

კოსმოსში გაშვებული რაკეტების უმრავლესობა, რომლებიც ორბიტაზე თანამგზავრებისა და სხვა ობიექტების ასატანად გამოიყენება, კონტროლირებულ შემოსვლას ახორციელებს დედამიწისაკენ. ატმოსფეროში მათი უდიდესი ნაწილი იწვის, ხოლო დარჩენილი ნამსხვრევები ოკეანეში ცვივა. ასევე ხშირია რაკეტების შეყვანა ე.წ. ,, სასაფლაო ორბიტებზე’’, რომლებიც კოსმოსურ ნაგავს ასობით წლის განმავლობაში იგროვებს.

ჩინური რაკეტა ვარდნის პერიოდში სრულიად უკონტროლო იყო და არსებობდა იმის საფრთხე, რომ ის დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდნილიყო. თუმცა საბედნიეროდ რაკეტის ნამსხვრევები ოკეანეში, მალდივის კუნძულების რეგიონში ჩამოცვივდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system