თავში

NASA-მ კოსმოსში ათობით კალმარი გაგზავნა

NASA-მ კოსმოსში ათობით კალმარი გაგზავნა
NASA-მ კოსმოსში ათობით კალმარი გაგზავნა

NASA-მ კოსმოსში ჰავაიდან ჩამოტანილი ათობით კალმარი გაგზავნა. ამის შესახებ გამოცემა The New York Post წერს.

გამოცემის ცნობით, კოსმოსში გაგზავნილი კალმარები ჰავაის უნივერსიტეტის კევალოს საზღვაო ლაბორატორიაში სპეციალურად კოსმოსური მისიისათვის გაზარდეს.

მკვლევარი ჯეიმი ფოსტერი აცხადებს, რომ მეცნიერები კალმარების მეშვეობით დააკვირდებიან როგორ მოქმედებს კოსმოსში ხანგრძლივი ფრენა ჯანმრთელობაზე.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ ადამიანთა სიმბიოზი ბუნებრივ ბაქტერიებთან მიკროგრავიტაციაში ირღვევა" , - აცხადებს პროფესორი.

კალმარს სიმბიოზური კავშირი აქვს ბუნებრივ ბაქტერიებთან, რაც ხელს უწყობს მათი ბიოლუმინესცენციის მოწესრიგებას.

როდესაც ასტრონავტები ისეთ არეალში არიან, სადაც გრავიტაცია არ მოქმედებს, მათი სხეულის მიკრობებთან ურთიერთობა იცვლება. 

კალმარები დედამიწაზე ივლისში დაბრუნდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system