თავში

NASA-მ კოსმოსურ სადგურზე პირველი ტურისტის გადასაყვანად კონტრაქტი გააფორმა

NASA-მ კოსმოსურ სადგურზე პირველი ტურისტის გადასაყვანად კონტრაქტი გაა
NASA-მ კოსმოსურ სადგურზე პირველი ტურისტის გადასაყვანად კონტრაქტი გააფორმა

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველომ (NASA), საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი ტურისტის გადასაყვანად, კერძო ამერიკულ კომპანიას Axiom Space-სთან კონტრაქტი გააფორმა.

ამჟამად, ხელშეკრულების ღირებულება უცნობია.

პირველი ტურისტი კოსმოსურ სადგურზე Axiom Mission 1 მისიის ფარგლებში გაიგზავნება, რომლის დაწყებაც არა უადრეს 2022 წლის იანვრის თვეში,  ფლორიდის კოსმოსური ცენტრიდან არის გათვალისწინებული. 

მისია რვა დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც ტურისტი კოსმონავტი კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდება.

იანვარში Axiom Space-მა გამოაქვეყნა იმ ტურისტების სახელები, რომლებიც 2022 წელს კოსმოსურ სადგურზე უნდა გაფრინდნენ. ეკიპაჟის მეთაური NASA-ს ყოფილი ასტრონავტი მაიკლ ლოპეს-ალეგრია იქნება. მასთან ერთად გაფრინდებიან ამერიკელი ინვესტორი და მეწარმე ლარი კონორი, კანადელი ინვესტორი და ქველმოქმედი მარკ პატი და ისრაელი ბიზნესმენი ეითან სტიბი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system