თავში

NASA პილოტირებადი პროგრამის რეორგანიზაციას ახორციელებს

​NASA პილოტირებადი პროგრამის რეორგანიზაციას ახორციელებს
NASA პილოტირებადი პროგრამის რეორგანიზაციას ახორციელებს

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაცია (NASA) პილოტირებადი პროგრამის რეორგანიზაციას ახორციელებს. ამისთვის ერთი სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად მან ორი ახალი დირექტორატი შექმნა. აქედან ერთ-ერთი დედამიწის ორბიტის მიღმა კვლევებზე, მათ შორის მარსზე ფრენებზე იქნება ფოკუსირებული. ამის შესახებ NASA-ს დირექტორმა, ბილ ნელსონმა განაცხადა.

"დღეს ეს უფრო მეტია, ვიდრე ორგანიზაციული ცვლილებები. ჩვენ 20 წლისთვის საფუძველს ვყრით. საუბარია მზარდ კოსმოსურ ეკონომიკაში NASA-ს მომავლის განსაზღვრაზე, კოსმოსში ლიდერობის შენარჩუნებაზე. ეს ჩვენი სამმართველოს მთავარი პრიორიტეტია", - განცხადა მან.

"კოსმოსური ოპერაციების" დირექტორატს კეტი ლიდერსი უხელმძღვანელებს. ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარშემო იქნება კონცენტრირებული. "კვლევითი სისტემების განვითარების" დირექტორატის ხელმძღვანელი კი ჯიმ ფრი იქნება. მის დაქვემდებარებაში მთვარის პროგრამა Artemis და მთვარეზე გაფრენის პროექტები შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system