თავში

NASA-ს ხელმძღვანელმა უცხოპლანეტელებზე ისაუბრა

​NASA-ს ხელმძღვანელმა უცხოპლანეტელებზე ისაუბრა
NASA-ს ხელმძღვანელმა უცხოპლანეტელებზე ისაუბრა

NASA-ს ახალი ხელმძღვანელი, ბილ ნელსონი თვლის, რომ შეტყობინებები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. ამის შესახებ მან გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ნელსონის თქმით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის შეიარაღებული ძალების საკითხებში აშშ-ის სენატის კომიტეტის წევრი იყო, სამხედრო მფრინავების პატაკებთან ჰქონდა წვდომა, რომლებიც ასეთ ფენომენს აფიქსირებდნენ. ის მათ პირადადაც ესაუბრა.

"ეს პილოტები მათ რადარებით იჭერდნენ. უთვალთვალებდნენ და ხედავდნენ, რომ ისინი ისე სწრაფად გადაადგილდებოდნენ, რომ ეს დაუჯერებელი იყო. ამგვარად, ესაა ფენომენი, რომელიც უნდა ამოვხსნათ",- განაცხადა მან.

ნელსონი აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) 2021 წლის 30 აპრილიდან ხელმძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system