თავში

NASA-ს მარსმავალმა უნიკალური ხმები ჩაწერა - VIDEO

​NASA-ს მარსმავალმა უნიკალური ხმები ჩაწერა
NASA-ს მარსმავალმა უნიკალური ხმები ჩაწერა - VIDEO

NASA-ს მარსმავალმა Perseverance, ორი სპეციალური მიკროფონის დახმარებით, მარსის ქარის, ბორბლების შრიალისა და ვერტმფრენ Ingenuity-ის ძრავების ხუთსაათიანი ხმები ჩაწერა. ინფორმაციას NASA ავრცელებს.

ეს ჩანაწერები პლანეტის შესწავლის ახალ მეთოდს პირველად ქმნის. დედამიწასა და მარსს განსხვავებული ატმოსფერო აქვთ, რაც ბგერების ჟღერადობაზე გავლენას ახდენს.

მეცნიერების თქმით, ხმები მარსზე გაცილებით შორს ვრცელდება, ვიდრე აქამდე ეგონათ. ასევე, კოსმოსური კამერებისა და მიკროფონების გამოყენებით, მეცნიერებმა მარსმავლის ბორბლების სიმყარე შეამოწმეს და ტექნიკურ პრობლემებს დააკვირდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system