თავში

NASA-ს პირველი აფროამერიკელი ინჟინერი ქალის სახელი დაერქმევა

NASA-ს პირველი აფროამერიკელი ინჟინერი ქალის სახელი დაერქმევა
NASA-ს პირველი აფროამერიკელი ინჟინერი ქალის სახელი დაერქმევა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს - NASA - ს პირველი აფროამერიკელი ინჟინერი ქალის, მერი ჯექსონის სახელი დაერქმევა. ეს გადაწყვეტილება სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიიღო.

მერი ჯექსონი იმ ძალიან მნიშვნელოვან ქალთა ჯგუფის წევრი იყო, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს კოსმოსური სააგენტოს განვითარებაში და ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში წარმატებით გაყვანაში.

მერი ჯექსონი ასევე ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მეცნიერი იყო, რომლის აქტიურობამაც ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროში არაერთი აფროამერიკელი ქალისთვის გახსნა შესაძლებლობათა კარი.

მათემატიკოსმა და აეროკოსმოსურმა ინჟინერმა, მერი ჯექსონმა კარიერა ვირჯინიის შტატში მდებარე NASA-ს გამოთვლით-სამეცნიერო ცენტრში 1958 წელს დაიწყო და პირველი აფროამერიკელი ინჟინერი ქალი გახდა შეერთებულ შტატებში. მან NASA 1085 წელს დატოვა და 2005 წელს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2019 წელს მერი ჯექსონი და მისი აფროამერიკელი კოლეგები - კრისტინა, ქეთრინ ჯონსონი და დროთი ვოგანი კონგრესის ოქროს მედლებით დააჯილდოვეს. ეს ქალები გახდნენ ამერიკული ბესტსელერის, „დაფარული ფიგურების“ მთავარი გმირები, რომლის საფუძველზეც 2016 წელს იმავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღეს.

მერი ჯექსონის სახელობის შტაბ-ბინა მდებარეობს ქუჩაზე, რომელსაც ასევე აფროამერიკელი მეცნიერი ქალების პატივსაცემად, "დაფარული ფიგურების" ქუჩა ერთი წლის წინ ეწოდა.

NASA-ს მსოფლიოში უძლიერესი აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო 1958 წელს დაარსდა.

NASA-მ სამმართველოსთვის მერი ჯექსონის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიენაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით გააქტიურებული ანტირასისტული საპროტესტო მოძრაობის ფონზე მიიღო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system