თავში

NASA-ს ვერტმფრენი მარსზე წარმატებით აფრინდა და დაეშვა - VIDEO

NASA-ს ვერტმფრენი მარსზე წარმატებით აფრინდა და დაეშვა
NASA-ს ვერტმფრენი მარსზე წარმატებით აფრინდა და დაეშვა - VIDEO

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) მარსზე ვერტმფრენი პირველად წარმატებით გაუშვა. მარსმფრენი, სახელწოდებით Ingenuity სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ჰაერში 40 წამი გაჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

მისიის შტაბ-ბინაში დაადასტურეს, რომ ფრენა შედგა.

"ალტიმეტრის მონაცემები ადასტურებს, რომ Ingenuity პირველი აპარატი გახდა, რომელმაც მეორე პლანეტაზე იფრინა", - განაცხადა მისიის ერთ-ერთმა წევრმა.

ახლა Ingenuity-მ რამდენიმე აფრენა და დაშვება უნდა მოახდინოს. ყოველი ქმედების შემდეგ დრონს 5 დღით მოცდა მოუწევს, სანამ ის ბოლომდე დაიტენება.

ვიდეო: The Telegraph

მარსმფრენი, მარსმავალთან ერთად 2021 წლის თებერვალში დაეშვა წითელ პლანეტაზე მის შესასწავლად. მისია Mars 2020 Perseverance ნასა-ს მთვარისა და მარსის გამოკვლევის მასშტაბური გეგმის მცირე ნაწილია, რომელიც სამომავლოდ ორივე პლანეტაზე ასევე ადამიანების გაშვებასაც გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system