თავში

NASA- ს ვერტმფრენმა მარსზე მეოთხედ გადაფრენა ვერ შეძლო

​NASA- ს ვერტმფრენმა მარსზე მეოთხედ გადაფრენა ვერ შეძლო
NASA- ს ვერტმფრენმა მარსზე მეოთხედ გადაფრენა ვერ შეძლო

ვერტმფრენმა Ingenuity, რომელის მარსზე იმყოფება, პლანეტის თავზე მეოთხე გადაფრენის შესრულება ვერ შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია ავრცელებს.

”ამბიციური მეოთხე ფრენის ფარგლებში ვერტმფრენმა ვერ შეძლო მარსის ზედაპირიდან აფრენა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ლაბორატორია აღნიშნავს, რომ სპეციალისტები მონაცემებს აფასებენ და აფრენას კიდევ ერთხელ ცდიან. 

19 აპრილს NASA-ს ვერტმფრენი მარსზე წარმატებით აფრინდა და დაეშვა. მარსმფრენი, სახელწოდებით Ingenuity სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ჰაერში 40 წამი გაჩერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system