თავში

ნატალი პორტმანი და სერენა უილიამსი ქალთა საფეხბურთო კლუბს შექმნიან

ნატალი პორტმანი და სერენა უილიამსი ქალთა საფეხბურთო კლუბს შექმნიან
ნატალი პორტმანი და სერენა უილიამსი ქალთა საფეხბურთო კლუბს შექმნიან

მსახიობი ნატალი პორტმანი და ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ქალთა საფეხბურთო კლუბ "Angel City-ს" ჩამოაყალიბებენ. 

პროეტში მონაწილეობას დაახლოებით 30-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის - მსახიობები ჯესიკა ჩესტეინი, ევა ლონგორია, ჯენიფერ გარნერი, ასევე ყოფილი ამერიკელი ფეხბურთელები აბი ვამბაქი და ლოენ ჩეინი.

”ჩვენ ვფიქრობთ: რა მოხდება რომ კლუბი ჩამოყალიბდეს ლოს ანჯელესში? რადგან ეს არის გასართობი ინდუსტრიის ცენტრი. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ქალ სპორტსმენების შესახებ ცნობადობა გაიზარდოს? რა თქმა უნდა, მოთამაშეები შესანიშნავები არიან და ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ მათ პოპულარობა და წარმატება, როგორსაც იმსახურებენ, არ აქვთ", - განაცხადა ნატალი პორტმანმა.

როგორც ცნობილია, გუნდი "Angel City" კონკურენციას გაუწევს ქალთა უმაღლეს დივიზიონს, რომელიც ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 2022 წელს შეუერთდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system