თავში

NATO აშშ-თალიბების სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმება

NATO აშშ-თალიბების სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმება
NATO აშშ-თალიბების სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმება

NATO-ს გენერალური მდივანი მიესალმება აშშ-სა და თალიბებს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. 

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტია თალიბებისთვის შეწყვიტონ ძალადობა და ხელი შეუწყონ სამშვიდობო პროცესებს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგს.

სტოლტენბერგის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს ავღანელებს შორის მოლაპარაკებებს, მყარი მშვიდობის უზრუნველყოფას ისე, რომ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარასოდეს გახდეს.

თალიბებთან შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება მაიკ პომპეომ დღეს გააკეთა. შეთანხმების გაფორმება თალიბებსა და აშშ-ს შორის 29 თებერვალს იგეგმება.

შეთანხმება 10 მარტიდან, თალიბებსა და ავღანელებს შრის, ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის მონაწილეობით, მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

29 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით აშშ-ი 5000 თალიბ ტყვეს გაათავისუფლებს. თალიბები, თვის მხრივ, ერთი კვირის განმავლობაში, ყველანაირი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტაზე დათანხმდნენ.

სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში აშშ-ი ავღანეთიდან სამხედრო ნაწილებს გამოიყვანს. ამ დროისთვის ავღანეთში 11000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

აშშ-მა და NATO-მ ავღანეთში , ტერორიზმის წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებები 18 წლის წინ დაიწყეს, მას შემდეგ რაც 2001 წლის 11 სექტემბერს გლობალურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ აშშ-ზე ტერორისტული შეტევა განახორციელა.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც 2020 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადით იყრის კენჭს, განაცხადა, რომ დაასრულებდა ომებს და ამერიკელ ჯარისკაცებს სახლში დააბრუნებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system