თავში

NATO ავღანეთიდან ჯარების გაყვანას განიხილავს

NATO ავღანეთიდან ჯარების გაყვანას განიხილავს
NATO ავღანეთიდან ჯარების გაყვანას განიხილავს

NATO-ს ლიდერები ავღანეთიდან ჯარის გაყვანის საკითხს განიხილავენ. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ  ამგვარი საუბარი ლიდერებს შორის პირველად შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. 

იმ შემთხვევაში, თუ აშშ სრულად დატოვებს ავღანეთს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ NATO მისი 9600 ჯარისკაცს გამოითხოვს. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის თქმით, მათ ჯარების გამოთხოვისთვის სწორი დრო უნდა შეარჩიონ. მიუხედავად ამისა, დიპლომატები აღიარებენ, რომ ამ ომს დასასრული არ უჩანს და მასში გამარჯვება შეუძლებელია. 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან სრულად გაყვანას გეგმავდა. ქვეყანაში მხოლოდ 2500-მდე სამშვიდობო რჩება, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შესაძლოა მათი გაყვანის პროცესი გადადოს. მრჩეველებმა მას განუცხადეს, რომ თალიბანების მხრიდან ბოლო დროს გახშირებულმა თავდასხმება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეუქმნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system