თავში

NATO-ევროკავშირი რუსეთს ერთობლივი ძალით უნდა დაუპირისპირდეს - სტოლტენბერგი

​NATO-ევროკავშირი რუსეთს
NATO-ევროკავშირი რუსეთს ერთობლივი ძალით უნდა დაუპირისპირდეს - სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ცალ-ცალკე ვერ გაუმკლავდებიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ალიანსის სხდომაზე განაცხადა. NATO-ს ხელმძღვანელის თქმით რუსეთის მოქმედებები ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება.

"დღეს ჩვენ შვედეთის, ფინეთისა და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელობის მონაწილეობით რუსეთის საკითხი განვიხილეთ. ჩვენ ყველანი რუსეთისგან ერთსა და იმავე გამოწვევებს ვაწყდებით.არც ერთ ჩვენგანს ამასთან დამოუკიდებლად გამკლავება არ შეუძლია, ერთად კი ჩვენ ერთმანეთის შევსებას შევძლებთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აღნიშნეს, რომ NATO გააგრძელებს რუსეთის გამოწვევებთან, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ადაპტაციას. ალიანსში ასევე ითქვა, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა დარჩება პოლიტიკური ერთიანობის მთავარ ელემენტად და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მნიშვნელოვან დასაყრდენად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system