თავში

NATO ფართომასშტაბიან წვრთნებს გამართავს

NATO ფართომასშტაბიან წვრთნებს გამართავს
NATO ფართომასშტაბიან წვრთნებს გამართავს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფართომასშტაბიან წვრთნებს Steadfast Defender 2021-ს გამართავს, რომელშიც 20 მოკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოს 9 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაცია NATO-ს საიტზეა განთავსებული. წვრთნები 20 მასიდან 22 ივნისის ჩათვლით იგეგმება. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით სწავლების მიზანი NATO-ს მზადყოფნისა და მობილობის შემომწმებაა. ალიანსის იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ მას მოკავშირეების ნებისმიერი საფრთხისგან დაცვა შეუძლია. საერთაშორისო წვრთნები ჩრდილო ამერიკიდან დაწყებული, შავი ზღვის რეგიონით დამთავრებული, ხმელეთსა და წყალში გაიმართება.

Steadfast Defender 2021 ნატოს ადაპტირებული სამეთაურო სტრუქტურის პირველი მასშტაბური ტესტი იქნება, რომელშიც ორი ახალი სარდლობა მიიღებს მონაწილეობას - ზურგის გაერთიანებული სარდლობა, რომელიც ულმში, გერმანიაში მდებარეობს და აშშ-ის ნორფოლკის ძალების გაერთიანებული სარდლობა.

პირველ ეტაპს ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობა გაუძღვება. ის საზღვაო-საბრძოლო სწავლებას მოიცავს, რომელშიც 5 000 ჯარი და 18 გემი, მათ შორის ბრიტანული უახლესი ავიამზიდი HMS Queen Elizabeth მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნების ნაწილი ულმში ჩატარდება, რომელშიც 300-მდე სამხედრო ჩაერთვება. გერმანიაში სამხედრო ძალებისა და ტექნიკის ევროპის საზღვრებზე სწრაფად გადაადგილების დემონსტრირება მოხდება.

სწავლების ნაწილი მაისის ბოლოს რუმინეთის ტერიტორიაზე წვრთნებს მოიცავს. მასში სწრაფი რეაგირების ოპერატიული ჯგუფი თურქეთს ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. სწავლების ამ ნაწილში 12 ქვეყნის 4 ათასი სამხედრო იქნება ჩართული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system