თავში

NATO, რუსეთის საპასუხოდ, არქტიკაში აქტიურობას გააძლიერებს

​NATO, რუსეთის საპასუხოდ, არქტიკაში აქტიურობას გააძლიერებს
NATO, რუსეთის საპასუხოდ, არქტიკაში აქტიურობას გააძლიერებს

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რუსეთის გამო, არქტიკაში აქტივობების გაძლიერებას გეგმავს, ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე გააკეთა.

სტოლტენბერგის თქმით, ადრე მიიჩნევდნენ, რომ უკიდურეს ჩრდილოეთში დაძაბულობა ნაკლები იყო, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა. არქტიკაში რუსეთის სამხედრო გაძლიერება ალიანსის შეშფოთების საფუძველს იძლევა.

”NATO არქტიკაში იმყოფება და ალიანსის გაფართოების ფარგლებში ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი იქ ყოფნა. გასაგებია, რომ არქტიკის სტრატეგიული მნიშვნელობა ნაწილობრივ გლობალური დათბობის გამო გაიზარდა, რადგან ყინულის დნობა ნეიტრალური წყლების არეალის გაზრდას ნიშნავს, თუმცა, ასევე გაიზარდა იქ რუსეთის მზარდი არსებობის გამოც”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანმადე არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის მილიტარიზაციის პრობლემის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა თოდ უოლტერსმა ისაუბრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system