თავში

NATO რუსეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად სამხედრო პოტენციალს გაზრდის

​NATO რუსეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად სამხედრო პოტენციალს გაზრდის
NATO რუსეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად სამხედრო პოტენციალს გაზრდის

რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობის გასაწევად NATO სამხედრო პოტენციალის გაზრდასა და "სხვადასხვა ინსტრუმენტების ფართო კომბინაციის" გამოყენებას გააგრძელებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეარხ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, NATO შეიარაღების კონტროლს გააგრძელებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აუცილებლობას.

"მათი გამოყენება უნდა გაგრძელდეს ახლო პარტნიორების უფრო ძლიერი მხარდაჭერის პარალელურად, ისეთების, როგორიც უკრაინა და საქართველოა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system