თავში

NATO: რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობა რეკორდულია

​NATO: რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობა რეკორდულია
NATO: რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობა რეკორდულია

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავების აქტივობამ ბოლო წლებში უპრეცედენტოდ მაღალ დონეს მიაღწია, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ატლანტიკის ჩდრილოეთით ბოლო წლების განმავლობაში რუსული წყალქვეშა ნავების აქტივობა რეკორდულია.

"ატლანტიკა ჩვენთვის ცენტრალურ მნიშვნელობას ინარჩუნებს, ჩვენ რეგიონალური ალიანსი ვართ", - განაცხადა მან.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ NATO რუსეთის მიერ ევროპაში 9М729 რაკეტების განთავსებით შეშფოთებულია. მისი თქმით, სწორედ ამ სისტემების გამო გაუქმდა საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება.

"ჩვენ განიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულება გვჭირდება, და არა შეიარაღების ახალი რბოლა", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system