თავში

NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის მიუღებელ რისკებს შეიცავს - გრუშკო

​NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის მიუღებელ რისკებს შეიცავს - გრუშკო
NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის მიუღებელ რისკებს შეიცავს - გრუშკო

NATO-ს გაფართოების პროცესს მიუღებელი რისკები ახლავს თან, რომლებსაც მოსკოვი დაუპირისპირდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მეორე ფაქტორი, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების გაუარესებაზე სერიოზულად მოქმედებს, ალიანსის გაფართოების პროცესია. შეგახსენებთ, რომ 1997 წელს NATO-ს კარზე მხოლოდ ერთმა ქვეყანამ დააკაკუნა, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან საერთო საზღვარი აქვს. ეს პოლონეთია. დღეს NATO-ს შემადგენლობაში ბევრი სახელმწიფო შევიდა და მათი ტერიტორიები აშკარად სხვადასხვა გეოგრაფიული მიმართულებიდან და სტრატეგიულ სიღრმეში რუსეთის მიმართულებით ძალაუფლების დასაპროექტებლად გამოიყენება“, - განაცხადა გრუშკომ.

მისი თქმით, ეს რუსეთის უსაფრთხოებას სერიოზულად აუარესებს და მისთვის მიუღებელ რისკებს ქმნის, "რომლებსაც ჩვენ დავუპირისპირდებით“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system