თავში

NATO-ს განცხადებით, ავღანეთს ჯარი არ დატოვებს

NATO-ს განცხადებით, ავღანეთს ჯარი არ დატოვებს
NATO-ს განცხადებით, ავღანეთს ჯარი არ დატოვებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ის გადაწყვეტილებისა,  შეამციროს იქ სამხედრო კონტინგენტი, ალიანსი ავღანეთიდან ჯარების მთლიანად გაყვანას არ აპირებს. 

”აშშ ამცირებს ავღანეთში ჯარების ყოფნას. ამასთან, NATO-ს სასწავლო მისია "მტკიცე მხარდაჭერა" გაგრძელდება წინა კონფიგურაციით. ალიანსის ევროპულმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ავღანეთში კონტინგენტის შენარჩუნება უკვე დაადასტურეს", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ავღანეთში დარჩენილი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system