თავში

NATO-ს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის - ენტონი ბლინკენი

NATO-ს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის - ენტონი ბლინკენი
NATO-ს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის - ენტონი ბლინკენი

ბუქარესტის სამიტზე NATO-მ მკაფიოდ თქვა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.განაცხადა .

როგორც მან განმარტა, ალიანსის კარი ღია იქნება მათთვის, ვისაც გაწევრიანების სურვილი აქვს და ამავე დროს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. 

„მრავალი წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე NATO-მ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაწევრიანებაში, თუ/როდესაც ისინი დააკმაყოფილებენ წევრობის მოთხოვნებს. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში მკაფიოდ გაწერილია, რომ ალიანსის კარი ღია იქნება მათთვის, ვისაც გაწევრიანება სურს და კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს ბოლო შეხვედრაზე: NATO-ს კარი ღიაა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი თქმით, NATO თავდაცვითი ალიანსია, ხოლო ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, სწორედ რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია იყო.

„NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, რადგან NATO თავდაცვითი ალიანსია. ეს გამჭვირვალე ალიანსია. ის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ის რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სამწუხაროდ, ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ევროატლანტიკურ რეგიონში ვიხილეთ, რუსეთის აგრესია იყო ჯერ საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system