თავში

NATO-ს ხელმძღვანელობა ლუკაშენკოს ბრალდებას უარყოფს

NATO-ს ხელმძღვანელობა ლუკაშენკოს ბრალდებას უარყოფს
NATO-ს ხელმძღვანელობა ლუკაშენკოს ბრალდებას უარყოფს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრალდებას უარყოფს, იმის შესახებ, რომ ქვეყნის დასავლეთ საზღვართან ალიანსის ძალებია მობილიზებული. NATO-ს ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, თუმცა აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო ძალების ყოფნა არც ერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

”NATO-ს მრავალეროვნული ძალების ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის. იგი არის თავდაცვითი, პროპორციული და შექმნილია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს დედაქალაქში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ NATO-ს სამხედროები ქვეყნის საზღვრებიდან 15 წუთის სავალზე არიან მობილიზებულები.

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system