თავში

NATO-ს ქვეყნებმა 2021 წლის ბიუჯეტი შეათანხმეს

​NATO-ს ქვეყნებმა 2021 წლის ბიუჯეტი შეათანხმეს
NATO-ს ქვეყნებმა 2021 წლის ბიუჯეტი შეათანხმეს

NATO-ს ქვეყნები 2021 წლის ბიუჯეტში 258,9 მილიონი ევროს გამოყოფას სამოქალაქო, 1,61 მილიარდი ევროს კი სამხედრო სტრუქტურებისთვის გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში, რომელიც დღეს ბრიუსელში გავრცელდა.

ალიანსში განმარტავენ, რომ ”სამოქალაქო ბიუჯეტი ითვალისწინებს პერსონალის, ოპერატიულ და საპროგრამო ხარჯებს ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში”.

"სამხედრო ბიუჯეტი მოიცავს NATO-ს სარდლობის სტრუქტურების და პროგრამების, მისიების და ოპერაციების ოპერაციულ ხარჯებს მთელს მსოფლიოში. იგი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამგვარად, 2021 წელს სამხედრო ბიუჯეტიდან 254,9 მილიონი ევრო დაიხარჯება NATO-ს მისიების და ოპერაციების დასაფინანსებლად, მათ შორის ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის, ერაყში სასწავლო მისიის და კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციების ჩათვლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system