თავში

NATO-ს სამიტზე კიბერუსაფრთხოების ახალ კონცეფციას მიიღებენ

NATO-ს სამიტზე კიბერუსაფრთხოების ახალ კონცეფციას მიიღებენ
NATO-ს სამიტზე კიბერუსაფრთხოების ახალ კონცეფციას მიიღებენ

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) ბრიუსელის სამიტზე კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალ პოლიტიკას დაამტკიცებს. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

”ლიდერები მხარს დაუჭერენ კიბერსივრცის თავდაცვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გააძლიერებს ალიანსის კოორდინაციას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სულ უფრო ხშირი და სერიოზული საფრთხეების მიმართ გამძლე იქნება”, - აღნიშნულია ინფორმაციაზე.

ასევე ხაზგასმულია, რომ სამიტზე შეთანხმებული იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკური, სამხედრო და ტექნიკური სტრუქტურების "სტრატეგიული
დარიგება", რომელთა მიზანი "კიბერსაფრთხეების მთელი სპექტრის" არიდება იქნება.

"ამასთან, სამიტის მონაწილეები განაცხადებენ, რომ აუცილებელი იქნება მომავალი თაობის ტელესაკომუნიკაციო ქსელების სანდო პროვაიდერებზე დაყრდნობა", - აღნიშნეს თეთრ სახლში.

NATO-ს სამიტი ბრიუსელში, რომელიც 14 ივნისს იგეგმება და მასში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიღებს, რეკორდულად მოკლე იქნება. ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახურში განაცხადეს.

სამიტი ერთ სამუშაო სესიას მოიცავს, რომლის ხანგრძლივობა 2,5 საათი იქნება.

"სამუშაო სესია 13:30-ზე (თბილისის დროით 15:30) დაიწყება და 16:00-მდე (თბილისის დროით 18:00) გაგრძელდება", - აღნიშნულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

ამგვარად, ალიანსის ლიდერებს 30 ქვეყნიდან NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის განსახილველად 150 წუთი ექნება. თითო გამომსვლელს, ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შესავალი და დასკვნითი სიტყვის გათვალისწინებით, 5 წუთზე ნაკლები ექნება.

ჩვეულებრივ ალიანსის სამიტები 2 დღეს გრძელდება და 3-4 სესიისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე საათს გრძელდება.

NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელის შტაბ-ბინაში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system