თავში

NATO-ს სამხედრო ოპერაციებზე კორონავირუსი გავლენას არ ახდენს

NATO-ს სამხედრო ოპერაციებზე კორონავირუსი გავლენას არ ახდენს
NATO-ს სამხედრო ოპერაციებზე კორონავირუსი გავლენას არ ახდენს

კორონავირუსული პანდემია გავლენას არ ახდენს ნატოს შესაძლებლობებზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განახორციელოს სამხედრო ოპერაციები, ალიანსი უზრუნველყოფს მის სამხედრო უსაფრთხოებას. ამის შესახებ NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სტიუარტ პიჩმა განაცხადა.

”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჯარისკაცები ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვისთვის. ჩვენი მისიები და ოპერაციები გრძელდება", -  განაცხადა პიჩმა.

მისი თქმით, COVID-19-ის მიუხედავად, ნატო აგრძელებს კოლექტიური თავდაცვის მისიების განხორციელებას, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთით, ასრულებს საჰაერო პატრულირებებს, საზღვაო ოპერაციებს და ახორციელებს მისიებს ავღანეთსა და კოსოვოში.

NATO-ს სამხედრო კომიტეტი ორგანიზაციის უმაღლესი სამხედრო ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია კონსულტაცია გაუწიოს ძირითადი პოლიტიკური ორგანოს - ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system