თავში

NATO-ს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს - საქართველო და უკრაინა - სტოლტენბერგი

​NATO-ს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს
NATO-ს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს - საქართველო და უკრაინა - სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს - საქართველო და უკრაინა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობას ვაძლიერებთ. უკრაინას საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში ვეხმარებით. ასევე საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება.

ბრიუსელში დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

NATO-ს სამიტი ბრიუსელში, რომელიც 14 ივნისს იგეგმება და მასში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიღებს, რეკორდულად მოკლე იქნება. ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახურში განაცხადეს.

სამიტი ერთ სამუშაო სესიას მოიცავს, რომლის ხანგრძლივობა 2,5 საათი იქნება.

"სამუშაო სესია 13:30-ზე (თბილისის დროით 15:30) დაიწყება და 16:00-მდე (თბილისის დროით 18:00) გაგრძელდება", - აღნიშნულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

ამგვარად, ალიანსის ლიდერებს 30 ქვეყნიდან NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის განსახილველად 150 წუთი ექნება. თითო გამომსვლელს, ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შესავალი და დასკვნითი სიტყვის გათვალისწინებით, 5 წუთზე ნაკლები ექნება.

ჩვეულებრივ ალიანსის სამიტები 2 დღეს გრძელდება და 3-4 სესიისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე საათს გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system