თავში

NATO-ს თავდაცვის მინისტრები თათბირს მართავენ

​NATO-ს თავდაცვის მინისტრები თათბირს მართავენ
NATO-ს თავდაცვის მინისტრები თათბირს მართავენ

17-18 ივნისს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ონლაინ თათბირი იმართება. ალიანსის წევრებმა პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში მოქმედების კომპლექსური გეგმა უნდა დაამტკიცონ.

მხარეები ასევე ერაყსა და ავღანეთში NATO-ს მისიისა და რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე ალიანსის სავარაუდო საპასუხო ზომებს განიხილავენ.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის ძირითადი გეგმა, სამედიცინო აღჭურვილობის მარაგებისა და სტრატეგიული დანიშნულების საგნების ფონდის შექმნას გულისხმობს. სტოლტენბერგის თქმით, ასეთი გეგმის არსებობა ალიანსს ნებისმიერ კრიზისზე ოპერატიულად და ეფექტურად რეაგირების საშუალებას მისცემს.

რუსეთის მზარდი სამხედრო არსენალის საპასუხოდ ალიანსი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას და სამხედრო წვრთნების გააქტიურებას გეგმავს. თუმცა, სტოლტენბერგის თქმით, NATO ევროპის ტერიტორიაზე სახმელეთო ბაზირების ახალი ბირთვული რაკეტების განლაგებას არ გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system