თავში

NATO-ს თავდაცვის საერთო ხარჯები იზრდება

​NATO-ს თავდაცვის საერთო ხარჯები იზრდება
NATO-ს თავდაცვის საერთო ხარჯები იზრდება

NATO-ს 30-ვე წევრი ქვეყნის თავდაცვის საერთო ხარჯები 2021 წელს 4.1%-ით გაიზრდება და 1 ტრილიონ აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბებს. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიური ალიანსის სტატისტიკურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ალიანსის სამხედრო ხარჯები 3.5%-ით გაიზარდა და 1.027 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ NATO-ს 30 წევრიდან 10 სამხედრო საჭიროებებზე მშპ-ს 2%-ს დახარჯავს.

ყველაზე დიდი ხარჯი, მშპ-ს 3,82% 20201 წელს საბერძნეთს ექნება. მეორე ადგილზეა აშშ 3,52%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system