თავში

NATO საქართველოსთან კონსულტაციებს აწარმოებს - სტოლტენბერგი

​NATO საქართველოსთან კონსულტაციებს აწარმოებს - სტოლტენბერგი
NATO საქართველოსთან კონსულტაციებს აწარმოებს - სტოლტენბერგი

NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის დროს მხარეები ყურადღებას ევროპის უსაფრთხოებაზე, სამხედრო გამჭვირვალობაზე, რისკების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე გაამახვილებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს წინადადებას ამ კვირაში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ. ეს დადებითი სიგნალია. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის უსაფრთხოებაზე, სამხედრო გამჭვირვალობაზე, რისკების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი კონსულტაციების საფუძველზე უნდა ჩატარდეს, რომელსაც ალიანსი პარტნიორებთან - საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან აწარმოებს.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეები ერთიანად უჭერენ მხარს ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი გზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system