თავში

NATO სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენს შექმნის

​NATO სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენს შექმნის
NATO სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენს შექმნის

NATO-ს ხუთი მოკავშირე ქვეყანა ახალი საშუალო ტვირთამწეობის მქონე ვერტმფრენის შექმნაზე შეთანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ Defense News ავრცელებს.

ერთობლივ სამუშაოებში მონაწილეობას საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და საბერძნეთი მიიღებენ.

ახალი თაობის ვერტმფრენმა არსებული სატრანსპორტო ფლოტი 2035 წლიდან უნდა ჩაანაცვლოს.

ამასთან, მისი შექმნის პროცესში მონაწილეობა NATO-ს სხვა წევრებსა და მოკავშირეებსაც შეუძლია.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვარაუდობენ, რომ საბოლოო იურიდიული შეთანხმება ვერტმფრენის შექმნის შესახებ 2022 წელს გაფორმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system