თავში

NATO-ში აცხადებენ, რომ შავი ზღვის რეგიონში მათი წარმომადგენლობა გაიზრდება

​NATO-ში აცხადებენ, რომ შავი ზღვის რეგიონში მათი წარმომადგენლობა
NATO-ში აცხადებენ, რომ შავი ზღვის რეგიონში მათი წარმომადგენლობა გაიზრდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობის გაზრდას გააგრძელებს. ამის შესახებ პრესკინფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"რეგიონი ალიანსისთვის მნიშვნელოვანი რჩება, ამიტომ ჩვენი კონტინგენტის წარმომადგენლობა გაიზრდება", - განაცხადა მან.

სტოლტენბერგის თქმით, შავ ზღვაზე გასასვლელი ალიანსის რამდენიმე წევრ ქვეყანას აქვს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსის 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა არის NATO-ს პოლიტიკური ალიანსის გაძლიერებაა.

"ეს კი თავისთავად მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცებას. მათ შორის, საქართველოსთან. საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ამ პარტნიორობის შედეგად ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კარგია NATO-სთვისაც, რადგან საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში. ეს განსაკუთრებით ეხება ავღანეთის მისიას, რომელშიც დიდი რაოდენობით ქართველი სამხედრო უკვე წლებია მონაწილეობს. ალიანსი საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს შავ ზღვაში. ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში. მათ შორის, სანაპირო დაცვის სამსახურს ვწვრთნით, ვუზიარებთ ერთმანეთს საჰაერო სივრცეში გადაადგილების მონაცემებს და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ასევე, ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ შავ ზღვაში. მე არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თარიღზე, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ NATO-ს ტრეინინგცენტრს თბილისთან ახლოს", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება, განიხილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები და საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system