თავში

NATO: სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებაზე დროული შეთანხმება მნიშვნელოვნია

​NATO: სტრატეგიული შეტევითი
NATO: სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებაზე დროული შეთანხმება მნიშვნელოვნია

NATO მიესალმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიღწევა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოხდება. ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის მიერ 2010 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გასდის.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების ყოველგვარი პირობის გარეშე, 1 წლით გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა.

თეთრი სახლი რუსეთის ამ წინადადებას ეთანხმება. აშშ-ის სახელმწიფო აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა შეთანხმების დასრულებისთვის რუსულ მხარესთან შეხვედრა უმოკლეს დროში გამართოს. პროცესებს თვალ-ყურს ადევნებს გაერო-ც და იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევას მალე შეძლებენ.

სტოლტენბერგის განცხადებით, მიუხედავად კორონაპანდემიისა, 2020 წელს ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღების ხარჯები გაიზარდა. წელს ამ ზრდამ 4,3% მიაღწია და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება. დღესვე, ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, რამშტეინის ავიაბაზაზე, ახალი კოსმოსური ცენტრის შექმნის გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system