თავში

NATO-ს სამიტის ლიდერები დონალდ ტრამპზე ხუმრობენ - VIDEO

NATO-ს სამიტის ლიდერები დონალდ ტრამპზე ხუმრობენ - VIDEO
NATO-ს სამიტის ლიდერები დონალდ ტრამპზე ხუმრობენ - VIDEO

ლონდონში, NATO-ს სამიტში მონაწილე მსოფლიო ლიდერები ერთმანეთში საუბრობდნენ და მედიამ ეს მომენტი დააფიქსირა. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, კანადის ლიდერი ჯასტინ ტრიუდო, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რიუტე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხანგრძლივი პრესკონფერენციის გამო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ხუმრობდნენ. ვიდეო, სადაც ლიდერები ბაქინგემის სასახლეში მიღებაზე იმყოფებიან, Power & Politics-მა გამოაქვეყნა.

ვიდეომასალას აქვს მინაწერი: „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელს არავინ ახსენებს, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი მის მიერ გამართულ ხანგრძლივ, იმპროვიზირებულ პრესკონფერენციას განიხილავენ“.

„ამიტომ დაგაგვიანდათ?“, - მიმართავს ბორის ჯონსონი ემანუელ მაკრონს.

„დააგვიანდა, იმიტომ, რომ მისი იმპროვიზირებული პრესკონფერენცია 40 წუთი გაგრძელდა...ო, დიახ, დიახ, დიახ. გამოაცხადა მან...“, - პასუხობს კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო.

ამ რეპლიკის შემდეგ საუბარში ემანუელ მაკრონი ერთვება, რომელიც კამერასთან ზურგით დგას და მისი სიტყვები არ ისმის. შემდეგ ისევ ჯასტინ ტრუდო ამბობს ერთ ფრაზას:

„ ... და ხედავდი მისი მისი გუნდის წევრებს ყბა როგორ ჩამოუვარდათ..“

ვიდეო ძალიან სწრაფად გავრცელდა საერთაშორისო მედიაში, სოციალურ ქსელში კი ათასობით მოწონება და გაზიარება დაიმსახურა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ხანგრძლივი პრესკონფერენციებით ცნობილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system